ნოტარიუსთა პალატისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა

1 დეკემბერი 2015

საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა დღეს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“. 
შეხვედრაზე სამემკვიდრეო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილავეს. მხარეებმა იმსჯელეს ცალკეულ პრობლემებზე, რაც ხშირია როგორც სანოტარო, ისე საადვოკატო საქმიანობაში. შესაბამისად, შეირჩნენ ისეთი პრაქტიკოსი ადვოკატები, ვისაც აქტიური შეხება აქვს სამემკვიდრეო საქმესთან. 
შეხვედრის მიზანი იყო, გამოიკვეთოს პრობლემები და შეჯერდეს საერთო პრაქტიკა სამემკვიდრეო საქმისწარმოებაში, რაც მოქალაქეებს გაუმარტივებს მემკვიდრეობასთან დაკავშირებული მომსახურების მიღებას. 
სამკვიდრო მოწმობა აუცილებელი დოკუმენტია მემკვიდრეობით დანატოვარი ქონების საკუთრებაში მისაღებად. აღნიშნულ დოკუმენტს გასცემს მხოლოდ ნოტარიუსი. შესაბამისად, სამკვიდროს მიღება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სანოტარო სერვისია. 
ნოტარიუსთა პალატა ხშირად აწყობს შეხვედრებს იმ უწყებების წარმომადგენლებთან, ვისაც აქტიური შეხება აქვს სანოტარო საქმიანობასთან. ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სანოტარო მომსახურების გაუმჯობესებასა და გამარტივებას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი